03:54 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 17:18:27, 915 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი,-  ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად აქციეს 

"საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი. კითხვებიც აღარ რჩება, ახლა შესაფასებელი მხოლოდ ისაა თუ ვინ როგორ აღიქვავს რეალობას.

ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაანთავისუფლებენ მძევალს ტანკებით გადაუვლიან. 

ამასთანავე, პირდაპირი გაგებით, სააკაშვილს არ აჭმევენ, უკრძალავენ სამედიცინო დანიშნულების შესრულებას, თან მოწამლულიაო, მაგრამ ექსპერტიზაზე არ თანხმდებიან, არც უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე თანხმდებიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. ათეულ ათასებს ხარჯავენ პიარზე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით. 

საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად. თავის მხრივ სააკაშვილიც, სადისტური მართველობის დაბრუნების ჟინით შეპყრობილი, თვითდაზიანებას ეწევა.

ესაა უალტერნატივო რეალობა. ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან უარი თქვან საქართველოს ომში ჩართვის გეგმაზე, შექმნან სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება",- განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics