14:29 - 21 Aug, 2026
|
2023-02-07 17:00:27, 922 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი თურქეთის საელჩოს ესტუმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
თბილისის მერი კახა კალაძე თურქეთის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დედაქალაქის მერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. „ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტრაგედია, რაც სტიქიის ზონაში და მთელ თურქეთში ტრიალებს. ჩემო თურქო მეგობრებო, მთელი გულით გისამძიმრებთ! გისურვებთ გამძლეობას! საქართველო თქვენ გვერდითაა!“, - ჩაწერა მერმა საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)