|
2023-02-06 14:09:33, 754 ნახვა
საზოგადოება
მერია - დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისათვის, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. „პირველ რიგში იწმინდება ცენტრალური გზები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. ამ ეტაპზე, შეფერხებები ძირითადად, არ გვაქვს. ინფორმაციას კონკრეტული პრობლემური ადგილების შესახებ საპატრულო პოლიციისა და ცხელი ხაზის საშუალებით ვიღებთ. სამუშაოები გაგრძელდება საჭიროებისამებრ“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)