|
2023-02-03 18:43:23, 965 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩალაძე - მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი და შედეგების დადება იქნება უპირველესი
მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუნდი აპირებს მუშაობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, სანამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითობისკენ არ შეიცვლება. "მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით. ეს კარი [სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების] ყველასთვის არის ღია, სხვა პარტიიდან ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან დღე პირველიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ვისთვისაც პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის მნიშვნელოვანი შემოგვიერთდება. უახლოეს დღეებში გავაკეთებ ჯგუფის პრეზენტაციას იმ გეგმის პრეზენტაციას როგორც ვაპირებთ მუშაობას, მუშაობა მიმართული იქნება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ და ეს არ დასრულდება ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, რაც მოხდება ძალიან მალე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



