01:34 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 17:26:14, 503 ნახვა

საზოგადოება
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია გრძელდება

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარდაფის  რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. პირველ რიგში, ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, რადგან, ფაქტობრივად ინგრეოდა არსებული შენობა. შეუძლებელი იყო სარდაფში ჩასვლა. იყო წყლების პრობლემა, რომელიც აზიანებდა შენობას. დღეს უკვე სარდაფი მოწესრიგებულია და მოწყობილია სადრენაჟე სისტემა. დღესდღეობით მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ხორციელდება ფასადის რესტავრაცია. მოგეხსენებათ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთელი ძალისხმევა იქეთაა მიმართული, რომ ავთენტურობა შენარჩუნდეს. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე სამუშაოები მთლიანად უნდა იყოს დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მათივე ცნობით, სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე. 

„რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე და გათბობის სისტემები, დაიგო ფილები, გაიწმინდა აგურის კედლები,  დამონტაჟდა შიდა რკინის კარები და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის გაწმენდისა და სარესტავრაციო სამუშაოები.  

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია სხვადასხვა უნიკალური კოლექცია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის  კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და  გამოყენებაზე ისტორიული, სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური თვალსაზრისით. ქართული კოლექცია თავისი მნიშვნელობით უნიკალურია და მას ანალოგი არ მოეძებნება. საგულისხმოა გლობალური მნიშვნელობის მქონე  აბრეშუმის პარკებისა და ძაფების ნიმუშები. პარკების უმრავლესობა მუზეუმში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ბიოლოგიური და  იზოტოპური თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ეს კოლექცია ინახავს დადასტურებულ, დათარიღებულ და ლოკალიზებულ, დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორე მხრივ მასში დაცულია ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთის და დასავლეთ ევროპის მეაბრეშუმეობის ფერმებიდან წამოღებული ადგილობრივი გენეტიკური კოდი. 

შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მე-19 საუკუნით თარიღდება და ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევა. 

პროექტი „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა  და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაცია“   (“AIMF”)-ის თანადაფინანსებით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics