|
2023-02-03 13:29:51, 907 ნახვა
საზოგადოება
ნინო ნადირაძე - ნეტა იყოს მალაბსორცია, მოწამვლა, დემენცია - ჩვენი ხელით გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით
ნეტა იყოს ეს მალაბსორცია, მოწამვლა, დემენცია - ნეტა იყოს ეს ყველაფერი, ჩვენი ხელით პირველი გამოვიდოდით, გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა. როგორც ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე აღნიშნა, კლინიკამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა დიაგნოზი სრული სიზუსტით დასვა. "პირველი წამიდან, როდესაც პაციენტი შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში, მე დავიბარე ყველა ეს ადამიანი და ავუხსენი, რომ მათ მოუწევდათ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მუშაობა. განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი სტაფის შერჩევა, რომლებსაც ძალიან ეშინოდათ ამ რთულ სიტუაციაში აღმოჩენა, რადგან ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ის დასმული დიაგნოზი, რაც ჩვენ ფორმა 100-შია წარმოდგენილი, აბსოლუტურად შეესაბამება სიზუსტეს. სადღაც ორ-სამ კვირაში ჩვენ გვქონდა სრული დიაგნოსტიკური ჩამონათვალი. ბოლოს, რა თქმა უნდა, როდესაც ეს პროცესი გახანგრძლივდა და 500 კალორიაზე რომ არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ცოტა 1500 კალორია მაინც უნდა მიიღოს დღეში, რა თქმა უნდა დაემატა კახექსიაც. პაციენტი, რასაც ჭამს - იმას ირგებს. იქნა აღებული ანალიზი განავალზე და იქ სტეატრია საერთოდ არ იყო და არც სხვა ბევრი მარკერი, რაც მიუთითებს მალაბსორციის არსებობაზე. ნეტა იყოს ეს მალაბსორცია, ნეტა იყოს მოწამვლა, ნეტა იყოს დემენცია - ნეტა იყოს ეს ყველაფერი. ჩვენი ხელით პირველი გამოვიდოდით, გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით, იმიტომ რომ 9 თვის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში და ამ ჯოჯოხეთს ვიტანთ მაქსიმალური თავშეკავებით",- განაცხადა ნინო ნადირაძემ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას ამ წუთებში განიხილავს. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)