00:06 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 12:14:00, 475 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ფაზა 2“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შს სამინისტროს ცნობით, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ადამიანის უფლებების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა და ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში - აგატა ნიბოიმ.

"სიტყვით გამოსვლისას, მათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს და სამომავლოდ პროექტის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შეაჯამა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროში მოქმედი შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის ეფექტურობას, ასევე, შსს-ს აკადემიაში დანერგილი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და კომუნიკაციის სტანდარტების სასწავლო მოდულისა და აღნიშნული მოდულის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კასკადური გადამზადების მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აგრეთვე ისაუბრა შშმ პირთა სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობისა და სხვა რელევანტურ საკითხებზე ჩატარებული სწავლებების პოზიტიურ შედეგებზე.

ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს განვითარების პროგრამას, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics