15:08 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 09:28:51, 471 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას

ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, რაც შეიძლება დამძიმდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება. 

„ჩვენ როგორც მრავალგზის განვაცხადეთ, ვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს. ექიმმა, ბატონმა ჩხაიძემ, განაცხადა შემდეგი, რომ პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა, ვციტირებ, და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს; ასევე, მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.  რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად იმის მტკიცებულება, როდესაც ადამიანს ესაჭიროება პარენტერალური კვება, და უფრო გასაგები რომ გახდეს, ეს რას გულისხმობს, ეს არის ინტრავენური გადასხმა იმ ნივთიერებების, რომელიც ესაჭიროება პაციენტს; ეს შესთავაზეს მას ექიმებმა, თუმცა, მან ეს არ გაიკეთა. ამავდროულად, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ პროცედურის ჩატარება არათუ პალატაში, საავადმყოფოში, არამედ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ასევე, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ადამიანი შერჩევითად იკეთებს გარკვეული  მედიკამენტების გადასხმას და ზოგ რამეზე ამბობს უარს. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას

რა თქმა უნდა, პატიმარზე ზრუნვა არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენ ამ მოვალეობას ვასრულებთ ზედმიწევნით, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ; მაგრამ როდესაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას და იყო თვითდაზიანების  ძალიან ბევრი ისტორია, მე შემიძლია ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო –დაწყებული შიმშილობით, რამდენიმე ეპიზოდი იყო შიმშილობის, და შიმშილობა სხვა რა არის, თუ არა თვითდაზიანება, მედიკამენტების შერჩევითად მიღება რა არის, თუ არა თვითდაზიანება და, ასევე, სამედიცინო რეკომენდაციების შეუსრულებლობაც, ბუნებრივია, არ არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.  ანუ აქ მიზანი იკვეთება ცხადი, რომ ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად, და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება", – განაცხადა ბრეგაძემ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე: ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics