|
2023-02-02 13:41:47, 912 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცილდა, მივმართავ „ემპათიას“ - პაციენტის სიცოცხლეს ნუ ეთამაშებიან
მივმართავ ორგანიზაცია "ემპათიას" და მის ხელმძღვანელს პირადად - ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი პარენტერალურ კვებასთან, კალორიებსა და მედიკამენტებთან დაკავშირებით სწორედ "ემპათიას" ექიმების რეკომენდაციებს ასრულებს. "მე მინდა გავაკეთო ასეთი განცხადება - ჩვენ, დღევანდელ დღემდე, ვერიდებოდით კოლეგების მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. იძულებული ვარ, ყველას გასაგონად ვთქვა ის, რაც აქამდე არ გვითქვამს. რაც შეეხება კვების რაციონს, ეს ყოველთვის რჩება პრობლემად. საწყის ეტაპზე პაციენტი ექვემდებარებოდა მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, მაგრამ შემდეგში უკვე მოხდა კალორაჟის შემცირება. მე მივმართავ ორგანიზაცია "ემპათიას" და მის ხელმძღვანელს პირადად - ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი, მთავარი ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. კალორაჟი შერჩეულია და კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება მას. ანუ ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური ოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ არა გასაუარესებლად. მე წინა გამოსვლებშიც ვთქვი, რომ თუ მისი მდგომარეობა ასე გაგრძელდება, შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს. ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს. ეს ეხება კვებასაც, მეტიკამენტების შერჩევითობასაც. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა, ესეც ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა. ჩვენს ექიმებს ნაკლები საშუალება ეძლეოდა... მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე და შემდეგ დასმულიყო კითხვა - აი, რა გააკეთეთ თქვენ ამ 8 თუ 9 თვის განმავლობაში? ჩვენ ვიცავდით კოლეგიალობას ყოველთვის და ძალიან მძიმეა კოლეგაზე რამე დაუმსახურებელი თქვა, მაგრამ ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცილდა, უკვე უვიცებად მოიხსენიებს კლინიკის ექიმებს. თვითონ მე მგონი არის ფსიქიატრი, არ არის პრაქტიკოსი ექიმი. ამიტომ, პრაქტიკოს ექიმებს ის რეკომენდაციებს ვერ მისცემს, მკურნალობის კორექციაში ვერ ჩაერევა ვერანაირად. ჩვენი ექიმები გარდა იმისა, რომ არიან სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, არიან პრაქტიკოსი ექიმები და ძალიან კარგად იციან დაავადებების მართვა. ამ მართვაში ხელისშემშლელი ფაქტორი არის "ემპათიის" ჯგუფი. პარენტერალურ კვებაზეც, თვითონ ჯიშკარიანი აცხადებდა - პარენტერალურ კვებაზე არ დათანხმდება იმიტომ, რომ კლინიკას არ აქვს ამის გამოცდილება. კლინიკას, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, თუმცა აქამდე ადვოკატი ამტკიცებდა, რომ არ აქვს რეანიმაციული განყოფილება, როგორ შეიძლება არ ჰქონდეს პარენტერალური კვების გამოცდილება?... ჩვენ გვყავს უძლიერესი რეანიმატოლოგების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, ეს ჩვეულებრივი პროცედურა შეასრულონ. ამაზეც პაციენტი თავს იკავებს "ემპათიის" რეკომენდაციიდან გამომდინარე. ეს არის დისკრედიტაცია ჩვენი კლინიკის და არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოების", - განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. "მოგახსენებთ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - საღამოს აღენიშნებოდა 37.2 ტემპერატურა, ამ დილით აღენიშნება 37.3 გრადუსი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პარამეტრებიც სტაბილურია", - ამბობს ჩხაიძე.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)