08:43 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 12:52:58, 627 ნახვა

საზოგადოება
ხმალაძე - A კატეგორიის ტაქსის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის გზით იმ პირისგან, რომელიც ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა შეწყდება, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნებართვის მიღება ყიდვის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი.

როგორც მან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ნებართვის შეძენა ან იჯარით აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისგან, ვინც ასეთ ნებართვას უკვე ფლობენ. აღნიშნული მომსახურების მიღება კი ელექტრონულ სისტემაში - www.taxi.tbilisi.gov.ge იქნება შესაძლებელი.

„2023 წლის პირველი აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ნებისმიერი პირი, ვისაც სურს, მსგავს ნებართვას ფლობდეს, მას შეძენის ან იჯარის გზით, მხოლოდ იმ პირებისგან მიიღებს, ვინც მსგავსი ტიპის ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს. ტრანზაქციებში ასევე, ერთვებიან იურიდიული პირები. პირველი აპრილიდან განახლდება და ამოქმედდება ელექტრონული ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, სადაც თითოეული ტრანზაქციის შესრულება იქნება შესაძლებელი: ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა, ნებართვის მართვა, პირადი პროფილის მართვა, კუთვნილ ნებართვაზე იჯარით გათვალისწინებული მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მიბმა ან მოხსნა. დეტალური ინსტრუქციისთვის შედგენილია სპეციალური ვიდეოგზამკვლევი, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე განთავსდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას, რომლის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.

ვიცე-მერის განმარტებით, ტაქსის მძღოლი, რომელიც ეწევა მომსახურებას, ახალ ნებართვას პირდაპირ მიაბამს თეთრი ფერის ავტომობილს და გააქტიურებს. იმ პირისთვის კი, რომელიც ფლობს ნებართვას, მაგრამ არ იყენებს, არც ყიდის და არც იჯარით გასცემს, ნებართვა ფასიანი იქნება და დღეში სამ ლარს შეადგენს. 

„გარდა ამისა, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი გადასცემს ფიზიკურ პირს A კატეგორიის ნებართვას, საჭიროა, ამ ნებართვის აქტივიზაცია. თუ ვინმეს არ გაქვთ სურვილი, რომ ეს ნებართვა გამოიყენოთ ან გაყიდოთ, შეგიძლიათ, არაფერი გააკეთოთ. შესაბამის დროს ეს ნებართვა გაუქმდება, მაგრამ თუ გვინდა A კატეგორიის ნებართვის მიღება, პირველი აპრილიდან საჭიროა ნებართვის აქტივაცია. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ იმავე ვებგვერდზე ან მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მომსახურების ცენტრში. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია ერთი წლით - 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ აქტივაციის ვადის განმავლობაში, არ მოხდება ნებართვის გააქტიურება, ის ავტომატურად გაუქმდება. A კატეგორიის ნებართვის საფასური, რომელიც დღეს გვაქვს დადგენილი წლიურად, უცვლელი რჩება -  დაანგარიშდება დღიურ ბაზისზე და წლიურ ჭრილში არ შეიცვლება. 

ფიზიკური პირები, რომლებიც დღემდე ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ არასდროს აუღიათ ნებართვა, ახალი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვას მიიღებენ მაშინ, თუ 20 მარტამდე, ძველი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას აიღებენ.  აქტივაცია შესაძლებელია ორი მეთოდით: პირი, რომელიც ტაქსით მომსახურებას ეწევა, ახალ ნებართვას პირდაპირ მიაბამს თეთრ ავტომობილს და ნებართვა გააქტიურდება, მაგრამ პირი, რომელიც დღეს არ არის ან აღარ არის ტაქსის მძღოლი, თუმცა, აქვს ნებართვა და მას უბრალოდ ინახავს, ეს იქნება ფასიანი - დღეში 3 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ამასთან, ვიცე-მერის თქმით, დღემდე არსებული A კატეგორიის ნებართვები ვადას ინარჩუნებს. რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსის ნებართვას, აქამდე არსებული ყველა წესი რჩება უცვლელი. 

გარდა ამისა, რეფორმა არ ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის შემოღებას ან დამატებითი მოსაკრებლის დაწესებას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics