13:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 18:09:04, 800 ნახვა

სამართალი
ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს,  ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. 

ამასთან, მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 

"ქ.ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. მოცემულ ეტაპზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ქ. ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.

სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამოდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს

"სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა",- აღნიშულია ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics