03:04 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 13:56:41, 1417 ნახვა

პოლიტიკა
ნაყოფია - სიიდან ამოღებული იქნა 118 ადამიანი, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს

არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, პირველადი სიიდან ამოღებული იქნა 118,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს

 "არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანების ერთეული შემთხვევები გაიპაროს. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ამ დროს ზოგიერთი პარლამენტის წევრიც.

სამწუხაროდ, ეს ამბავი მათთვის არ გამოვიდა. ძირითადად, პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა ძალინ მაღალია",- განაცხადა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.

ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics