|
2023-01-27 12:46:47, 1296 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი ენმ-ის არჩევნებზე - ეს რადიკალური დაჯგუფება პოლიტიკიდან უნდა გაქრეს, აქეთკენ მიდის ყველაფერი
რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, საბოლოო ჯამში ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება პოლიტიკიდან უნდა გაქრეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილმა შიდა არჩევნებმა აჩვენა, რომ პარტიას მინიმალური ელექტორული მხარდაჭერა აქვს. „ელექტორული მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მინიმალური და სწორედ ეს მინიმალური ციფრები გამოხატული ამ მოცემულობაში, რაზეც ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ. რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები და რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, საბოლოო ჯამში ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და აქეთკენ მიდის ყველაფერი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. კენჭისყრა კი 28-29 იანვარს გაიმართება.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



