|
2023-01-26 22:08:01, 1115 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საახალწლო ღონისძიებებში, მადლობის სიგელები გადასცა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საახალწლო ღონისძიებებში, მადლობის სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძემ ბიზნეს სექტორთან შეხვედრისას გაიხსენა, როგორ გაჩნდა მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობით დედაქალაქის საახალწლოდ მორთვის და „საახალწლო სოფლის“ შექმნის იდეა. „ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი გახლავთ მხოლოდ ერთი - მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ. იმიტომ, რომ უკვე წლებია, ერთად ვალამაზებთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს და ერთად ვქმნით საახალწლო განწყობას. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც პირველად ამირჩია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ, პირველივე წელს გაგვიჩნდა იდეა, რომ ბიზნესის ჩართულობით გაგველამაზებინა ქალაქის სხვადასხვა უბანი, პარკი, სკვერი და რეკრეაციული სივრცე. პარალელურად, გაჩნდა იდეა იმისა, რომ შეგვექმნა ადგილი, სადაც თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ჩამოსულ სტუმრებს ექნებოდათ შესაძლებლობა, საახალწლო პერიოდში გაეტარებინათ სასიამოვნო დღეები და მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველწლიურად წარმატებულია და წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს მას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და მინდა, ამ ყველაფრისთვის გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მსიამოვნებს, რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი სივრცეები შევქმნა ქალაქში. წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობდა „საახალწლო სოფელს“, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ასევე, ჩამოსული სტუმრები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომავალი წელს კიდევ უფრო საინტერესო და ხალხმრავალი იქნება. ერთად შევძლებთ, რომ ასეთი საინტერესო, ლამაზი დღეები ვაჩუქოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე გაიხსენა პანდემიის პერიოდში მუნიციპალიტეტის თანადგომა მცირე და საშუალო ბიზნესისადმი და კომპანიებს სამომავლო მხარდაჭერაც აღუთქვა. „საკმაოდ რთული ორი წელი გვქონდა პანდემიის პერიოდში. მუნიციპალიტეტი ამ დროს შეძლებისდაგვარად გვერდით ედგა მცირე და საშუალო ბიზნესს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც და ყოველთვის გექნებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საკრებულოსა და თბილისის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)