|
2023-01-26 18:20:03, 1455 ნახვა
ომი უკრაინაში
ტრამპი - ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი
ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება გამართლებული არ არის და მიაჩნია, რომ ტანკების მიწოდებას ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვება. მან დასძინა, რომ ეს არის "გიჟური" ომი, რომლის შეჩერებაც პარტნიორებს მარტივად შეუძლიათ. ”ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი. ამის გაკეთება ძალიან ადვილია“, - წერს ტრამპი. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Abrams-ის ტანკები მიეწოდებინა, ამასთან ერთად გერმანიამაც დაამტკიცა უკრაინისთვის Leopard ტიპის ტანკების გადაცემის საკითხი. როგორც ისინი ხსნიან, მათი მიზანი საერთოა, უკრაინის თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)