|
2023-01-26 16:15:37, 1559 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან 47 ჩამოაგდო
ოკუპანტებმა 55 საჰაერო და საზღვაო რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 47 უკრაინამ გაანადგურა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსების მიზანი იგივე რჩება - ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. "მტერმა გაუშვა 55 საჰაერო და საზღვაო რაკეტა (X-101, X-555, X-47 "Kinzhal", "Kalibr", X-59) Tu-95, Su-35, MiG-31K თვითმფრინავებიდან და გემებიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 47 საკრუიზო რაკეტა, მათგან 20 დედაქალაქის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ოთხი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტიდან სამმა ვერ მიაღწია მიზნებს. რუსების მიზანი იგივე რჩება - ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. მაგრამ ჩვენ არ გავტყდებით! მადლობა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იცავენ უკრაინის ცას",- განაცხადა ზალუჟნიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ საჰაერო შეტევა განახორციელა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ჰოლოსიევის რაიონში დაიღუპა ერთი, ხოლო ორი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)