05:32 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 15:30:07, 698 ნახვა

სამართალი
უკანონო მოსმენების საქმეზე ნიკა გვარამიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

თბილისის პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინტერესებს იცავს. 

"დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ",- ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში. 

2021 წლის 13 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი, მათი სატელეფონო და პირადი საუბრების უკანონო მიყურადება, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. გავრცელებული მასალა შეიცავს ათასობით დოკუმენტს. გავრცელებულ ფაილებში, მათ შორის, მოცემულია ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბრის შესახებ. 

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მიერ 2021 წლის 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება დღემდე  გრძელდება. საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელებას ფაქტზე მიმდინარეობს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics