|
2023-01-26 14:12:24, 1226 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - ენმ-ის განცხადებები, რომ ტინი კოქსის მხარდაჭერა კრემლის კანდიდატის ლობირებაა, არის მცდელობა, ძირი გამოუთხარონ ყველაფერს ევროპულს
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ე.წ. პროევროპული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები აკეთებენ ყველაფერს, რომ დაუპირისპირდნენ იმას რაც არის ევროპული. ეს უბრალოდ არის კიდევ ერთი მორიგი მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ აბსოლუტურად ყველაფერს ევროპულს და ყველაფერს იმას, რაც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ტინი კოქსის არჩევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრორუსია ტინი კოქსი და სწორედ ამიტომ მიიღო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. “ყველა მოწოდება რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აჟღერებს ეს არ არის ახალი განცხადებები. კარგად გვახსოვს, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც ბატონი ტინი კოქსი ხელმძღვანელობდა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ზუსტად ანალოგიური რიტორიკა გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ”- აღნიშნა ჩიქოვანმა. ჩიქოვანის თქმით, ეს ორგანიზაცია ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ხოლო სამივე ეს ღირებულება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ფსევდო ღირებულება და მათ მხოლოდ სახელწოდება აინტერესებთ. მისივე თქმით, ეს არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო და ამ ორგანიზაციაში დამკვიდრებული ტრადიციით ის ისედაც უნდა გამხდარიყო მორიგ ჯერზე ასამბლეის პრეზიდენტი. „ევროპის საბჭოს აქვს დაახლოებით 70 წელზე მეტი ისტორია. ეს ორგანიზაცია ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. სამივე ეს ღირებულება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ფსევდო ღირებულება და მათ მხოლოდ სახელწოდება აინტერესებთ და ამის შინაარსის გაგება არასოდეს უცდიათ მათ შორის, მათი მმართველობის პერიოდში. ტინი კოქსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩეული არის 80% იანი მხარდაჭერით. მეტსაც გეტყვით, რომ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო და ამ ორგანიზაციაში დამკვიდრებული ტრადიციით ის ისედაც უნდა გამხდარიყო მორიგ ჯერზე ასამბლეის პრეზიდენტი, უბრალოდ უკრაინული კანდიდატის წარდგენამ განაპირობა ამ არჩევნების ჩატარება.“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)