|
2023-01-26 13:54:23, 1587 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვის განცხადებით, ნებისმიერი საბრძოლო ტანკი, რომელსაც აშშ უკრაინას მიაწვდის - დაიწვება
კრემლი შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას "ძვირადღირებულ სისულელეს" უწოდებს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, Abrams-ის ნებისმიერი საბრძოლო ტანკი, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის - დაიწვება. "დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა. გეგმა დამღუპველია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის გადაჭარბებულად აფასებს იმ პოტენციალს, რომელსაც უკრაინის არმიას შესძენს. ეს ტანკები ისევე დაიწვებიან, როგორც ყველა სხვა", - ამბობს პესკოვი. რუსეთი ამბობს, რომ სატანკო დაპირებები აჩვენებს დასავლეთის პირდაპირ და მზარდ ჩართულობას უკრაინასთან ომში. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას ასევე განიხილავს იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს გერმანიაზე და ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, Leopard-ის ტანკები გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)