|
2023-01-26 13:03:08, 2047 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არაა
ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ის ადამიანია, რომელიც ერთს ამბობდა და სულ სხვა რამეს აკეთებდა. "რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები და ასე იყო შემოჭრამდე. ასე გადაწყვიტა პუტინმა. მას არ სურს მოლაპარაკებები, რადგან არ სურს მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ის დიდ ომს აწარმოებს. ხოლო ის, რომ უკრაინას ახლა მთელი მსოფლიოს ეხმარება, ამაზე არ ფიქრობს. თუ ჩვენ ვერ გავუძლებთ, უკრაინას შემდეგ იქნება სხვა ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები. ვფიქრობ, რომ გავუმკლავდებით, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ. ჩემთვის არაა საინტერესო შეხვედრები, არაა საინტერესო საუბრები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან ნორმანდიულ ფორმატში. ის ფართომასშტაბიან ომამდე იყო. მე ვხედავდი ადამიანს, რომელიც ერთს ამბობდა და სულ სხვა რამეს აკეთებდა. ვერ ვიგებ - ეს მისი გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის? ამიტომ, შეხვედრები, ხელების ჩამორთმევები? არაა საინტერესო. საუბრები? საერთოდ ვერ ვხვდები ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის პუტინი ახლა? ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არაა",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)