17:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 09:30:23, 1813 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსული ძალების მიერ გაშვებული 24-ვე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 24 კამიკაძე დრონი Shahed-136/131 ჩამოაგდეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. 

"24-ვე გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის ნაწილებთან თანამშრომლობით“"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 იანვარს, 21:30 საათის შემდეგ, უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics