17:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 15:06:17, 1676 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს

გერმანია ადასტურებს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მიაწვდის,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაცია მედიაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

"გერმანიის მთავრობამ ახლახან დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში 14 ლეოპარდის გაგზავნის შესახებ კანცლერმა შოლცმა დღეს დილით მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა",- წერს გამოცემა.

გარდა ამისა, გერმანია ასევე დაამტკიცებს მესამე ქვეყნების მიერ Leopard-ების ექსპორტს.

"ეს არის გერმანიის უახლოეს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგი.

გადაწყვეტილება მიჰყვება ჩვენს კარგად ცნობილ მხარდაჭერის ხაზს უკრაინის მიმართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. საერთაშორისო დონეზე მჭიდროდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ",- განაცხადა შოლცმა.

ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა გამოცემა, Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლაფ შოლცმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics