|
2023-01-25 11:40:19, 1433 ნახვა
პოლიტიკა
„ვაგნერის“ ჯგუფს უნდა ეწოდოს ტერორისტული ორგანიზაცია და რუსეთმა აიღოს პასუხისმგებლობა - დეკანოიძე ევროსაბჭოზე სიტყვით გამოვიდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც "ვაგნერის" დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება მოითხოვა. დეკანოიძემ ასევე ისაუბრა 2008 და 1990იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებებზე და დასძინა, რომ ძალადობის ეს დონე დაგეგმილი იყო კრემლისა და მისი მეთაურის, ვლადიმერ პუტინის მიერ. "ომი არის ჯოჯოხეთი. რუსეთის სასტიკმა და გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინაში კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს მათი სახე. 4 წლამდე ბავშვები და 80 წელს ზემოთ მოხუცები არიან ომის მსხვერპლი. რუსეთი ომის იარაღად იყენებს ყველაფერს, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვაანალიზებთ რუსეთის აგრესიულ ბუნებას. საქართველომ ეს გამოცადა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და 90-იან წლებში. საქართველოში რუსებმა დახოცეს ადამიანები და შეიჭრნენ აფხაზეთში - დაჭრეს და დახვრიტეს ისინი შვილების თვალწინ და ძალადობდნენ ცოლებზე ქმრების თვალწინ, ქალიშვილებზე მშობლების თვალწინ. ანადგურებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენა არ შეგვიძლია დავივიწყოთ ომის ეს დანაშაულები, ამაზე რუსებს მოუწევთ პასუხის გაცემა. დიახ, მე ვამბობ, ეჭვგარეშეა, რომ ძალადობის ეს დონე დაგეგმილი იყო არა მხოლოდ ცალკეული სამხედროების მიერ, არამედ პუტინისა და კრემლის მხრიდან. ამიტომ, ევროსაბჭოსა და ასამბლეის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და ითქვას სინამდვილეში, რა არის "ვაგნერის" ჯგუფი. მას უნდა ეწოდოს ტერორისტული ორგანიზაცია და რუსეთმა ამაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა",- განაცხადა დეკანოიძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



