|
2023-01-25 09:24:47, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
პრაისი - უკრაინაში კორუფციის შემთხვევები აშშ-ის მიერ მიწოდებულ დახმარებასთან არ არის დაკავშირებული
კორუფციული ბრალდებები, რამაც ბოლო დღეებში უკრაინის მთავრობის წევრების გადადგომა გამოიწვია, შეერთებული შტატების მიერ მიწოდებულ მილიარდობით დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებასთან არ არის დაკავშირებული,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას "არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში ამერიკული დახმარების ბოროტად გამოყენების შესახებ". პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მარაგი და სახსრები, რომლებსაც აშშ უკრაინას აწვდის, მკაცრ ზედამხედველობას ექვემდებარება. ”უკიდურესად სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას, ამერიკული დახმარების ყველა ფორმის სათანადო ზედამხედველობას გადის”, - თქვა მან. ამავდროულად, პრაისმა დასძინა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულმა განადგურებამ გაართულა იარაღის თვალყურის დევნება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მიესალმება ზელენსკის "სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებებს" და მნიშვნელოვან ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობისთვის, 24 იანვარს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო საკადრო გადაწყვეტილება, რომლითაც თანამდებობიდან მინისტრის 6 მოადგილე და 5 რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობა ასევე დატოვა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)