|
2023-01-24 15:10:59, 1091 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში ყოფნას ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო აპირებს
როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში ყოფნას ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო აპირებს, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს. ხუნდაძის შეფასებით, ენმ-ი, რომლის მთავარი სამიზნეც დავით კეზერაშვილის ფულია, მილევადი პარტიაა. "ნაციონალური მოძრაობა" მილევადი პარტიაა და ის თავის დასასრულს უახლოვდება. ჭრელი ფული უკვე არის სადაო მათ შორის და დავიდნენ მანქანებამდე, საჩუქრებამდე, ხელფასებამდე. კეზერაშვილის ფინანსებს განიხილავენ მთავარ სამიზნედ და მთავარ ფუნდამენტად თუ რისთვის უნდა იყვნენ ისინი პოლიტიკაში. ისინი, როგორც ჩანს, პოლიტიკაში აპირებენ ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო ყოფნას", - აცხადებს ხუნდაძე. ცნობისთვის,"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილისგან საჩუქრად ავტომობილი მიიღო. როგორც ბეჟაშვილმა 22 იანვარს ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, კეზერაშვილი მელიას პირადად ეხმარებოდა, მიუღია საჩუქრებიც, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის. ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე და თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრმა შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევა სცადა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა "ის დღემდე ენმ-ის ავტოფარეხში დგას".
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



