|
2023-01-24 14:27:11, 1518 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთმა გერმანიას Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ოფიციალურად სთხოვა
პოლონეთმა გერმანიას Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ოფიციალურად სთხოვა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. თავდაცვის მინისტრი მოუწოდებს ბერლინს, რომ შეურთდეს კოალიციას, რომელიც მხარს Leopard 2-ებით აღჭურვილ კიევს უჭერს. „გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობის შესახებ. მე ასევე მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ Leopard 2-ებით აღჭურვილ უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ეს მთელი ევროპის უსაფრთხოებას ეხება“, - ამბობს ბლაშჩაკი. შეგახსენებთ, Leopard 2-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კიევისთვის გადაცემის საკითხი 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა "რამშტაინის" ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აშშ და სხვა მოკავშირეები ელოდნენ, რომ გერმანია თავად მიაწოდებდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას და სხვა ქვეყნებს, როგორც მწარმოებელი, რეექსპორტის საშუალებას მისცემდა. "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ "მცირე კოალიციის" შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კიევს ტანკებით მაინც უზრუნველყოფს. აღნიშნულს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია არ არის წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)