|
2023-01-23 22:12:47, 1018 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - „ქართული ოცნება“ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს
მესმის რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "ქართული ოცნების" მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ტინი კოქსის მხარდაჭერას. მისივე თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ ვის მისცემს ხმას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის არჩევნებში "ქართული ოცნება", მნიშვნელოვანი მათი პოზიციაა. მან დასძინა, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა უკრაინის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ კი, უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევაზე გადაწყვეტილება ა.მ დრომდე ვერ მიიღო. "პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ვის მისცა ხმა "ქართულმა ოცნებამ". ჩემთვის მთავარი მათი პოზიციაა. ამ დრომდე ვერ მიიღეს ჩვენი სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. ესტონეთი მთელი თავისი სამხედრო შეიარაღებით გვეხმარება. საქართველოს მთავრობამ კი ერთი იარაღი არ გამოგვიგზავნა. ტინი კოკსი ერთერთი იყო ვინც რუსეთის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებაში ეხმარებოდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და უკრაინას მხარი დაუჭირა, ასევე აქტიურად მონაწილეობა რუსეთის ევროპის საბჭოდან გაგდებაში. ჩვენთვის მთავარია ის ფაქტი, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა, საქართველოს მთავრობამ კი არა. მესმის რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს. არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. არ მესმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მიხეილ სააკაშვილი რა კავშირშია", - განაცხადა გონჩარენკომ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)