|
2023-01-23 19:52:14, 1661 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა 23 იანვარს, უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ეს არის მეშვიდე ტრანში, რომელიციც ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად შეიმუშავა. ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ერთმანეთს მას შემდეგ შეხვდა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, უკრაინაში საბრძოლო ტანკების გაგზავნის საკითხზე. 500 მილიონიან დახმარების პაკეტთან ერთად, ასევე დამატებით 45 მილიონიანი დახმარების პაკეტი გამოიცა „არალეტალური აღჭურვილობისთვის“, უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიისთვის. ამასთან ერთად წყარომ განაცხადა, რომ გერმანიის "ლეოპარდის" ტიპის ტანკები, საუკეთესო დახმარებაა უკრაინისთვის და ბერლინი კიდევ დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, იქამდე სანამ, უკრაინას ტანკებს არ გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)