|
2023-01-23 11:34:37, 973 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია, ბერლინში, საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023″ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის, „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გამოფენის „მწვანე კვირეული" მთავარი მიზანი თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ სტენდზე 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან. ქართველი მეწარმეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და კიდევ არაერთი ქართულს პროდუქციას აცნობენ. აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. შესაბამისად, პოპულარიზაციის კამპანიისთვის ეტაპობრივად ვზრდით ბიუჯეტს, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მაღალი კლასის მარკეტინგულ კომპანიებთან, რითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს მეწარმეებს, საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილები იყვნენ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთში, საუდის არაბეთში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, გავხადოთ ის მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ. ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა. შეხვედრები გაიმართა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურ მინისტრ ჯემ ოსდემირთან, ბერლინის მერ ფრანცისკა გიფისთან, ევროკომისართან სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკისთან, ასევე, ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ და უზბეკ კოლეგებთან. გამოფენაში „მწვანე კვირეული 2023" მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს. ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche” 1926 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობს, დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 400,000-ს აჭარბებს.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



