22:19 - 13 May, 2026
|
2023-01-23 09:08:32, 1415 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას - ბაიდენი Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ გერმანიის მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო სამხედრო დახმარებას რუსი ოკუპანტების დასამარცხებლად. "უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას", - თქვა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს რამშტეინის საავიაციო ბაზაზე შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და დასძინა, რომ მისი ქვეყანა არ ბლოკავს ამ გადაწყვეტილებას, ხოლო დისკუსიები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)