02:35 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 15:56:22, 927 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს, მის პრემიერ-მინისტრს რეალურად შეუძლია მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლის შესრულება

„საქართველოს რეალურად შეუძლია ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება და მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლი გააჩნია საქართველოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის  შეფასებისას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნეს წრეებისწარმომადგენლების გარდა, საქართველოს დელეგაცია წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა.

„დავოსის ფორუმის ძალიან სერიოზულ ნაწილს პოლიტიკური შეხვედრები წარმოადგენს და აქაც, ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდი იყო საქართველოს მიმართ დაინტერესება და ეს ყველა მონაწილის მიერ აღინიშნა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია კოლეგებთან, რეგიონის ლიდერებთან, პრეზიდენტ ალიევთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics