00:57 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 12:15:49, 905 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  საგარეჯოში მომხდარს ეხმაურება და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

"ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე",- წერს კობახიძე. 

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. 

თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა. 

გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics