|
2023-01-18 23:52:44, 1233 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არის სერიოზული ძალა, რომელსაც მიზნად აქვს საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები
არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც ჟურნალისტმა ტყუილ სტატიაზე დაყრდნობით დაუსვა კითხვები, რასაც საფუძვლად ედო თითქოს ფაქტი, იმის შესახებ, რომ დასანქცირებულ რუსეთში პროდუქტი საქართველოს გავლით შეედინება. მან დასძნა, რომ, როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ძალა, რომელსაც ინტერესი აქვს, საქართველოს შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება კი იყოს ერთადერთი - ესკალაცია, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევს. „ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ. CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც CNN-ის ჟურნალისტი The New York Times-ში გამოქვეყნებულ ფეიკ-სტატიაზე დაყრდნობით უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“ - „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, - განაცხადა კობახიძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



