|
2023-01-18 19:47:10, 1005 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და რუსეთის გუბერნია ხდება
ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია, - ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას. მისივე თქმით, სერგეი ლავროვი კმაყოფილია იმ ანტიდასავლური და შესაბამისად ანტიქართული პოლიტიკით, რასაც ატარებს “ქართული ოცნება”, ეს ყველაფერი კი ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობა, მართულია რუსეთის მხრიდან. “დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული სახელმწიფოებრივი და ეროვნული კატასტროფა- პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი, კრიმინალ ლავროვის პირით მადლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის პირდაპირი დადასტურება იმის, რომ საქართველოს მართავს არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმი. კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ - სერგეი ლავროვი კმაყოფილია იმ ანტიდასავლური და შესაბამისად ანტიქართული პოლიტიკით, რასაც ატარებს რუსული ოცნება და რაც პირდაპირ გამორიცხავს საქართველოს უმთავრეს მისწრაფებებს, ევროვნულ ინტერესებს; ხელყოფს საქართველოს, როგორც სამშობლოს და როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. რუსეთისადმი როგორც მეტროპოლიისადმი, ივანიშვილის გუნდის მარიონეტული დამოკიდებულება, არის პირდაპირი ღალატი, საქართველოს ისტორიის, მისი თანამედროვეობისა და მისი მომავლის. ეს ხდება იმის ფონზე როდესაც ცივილიზებული სამყაროდან რუსეთი სრულიად იზოლირებულია. რუსეთი მარცხდება ომში უკრაინასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, ამის ფონზე კი ასრულებს თავის მიზნებს საქართველოში, რბილი ძალისა და მათ მიერ მართული რუსული ოცნების ხელისუფლების მეშვეობით. ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია. რუსეთს უხარია, რომ საქართველოში ოცნების ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში - რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. რუსეთს უხარია, რომ მოახერხა და საქართველოს თანამედროვე, ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში შემოიტანა ბზარი და დაქსაქსულობა, მაშინ როდესაც საქართველო რომელიც დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, დგას ადგილზე საიდანაც ნაბიჯი უკან არის უფსკრულში გადაჩეხვა. დღეს არის დაქსაქსულობა, იმ პარტიაშიც რომელიც ლოკომოტივის როლს უნდა ასრულებდეს, და ამ უფსკურლიდან ევროპისკენ მიუძღვოდეს ქვეყანას. ამ პარტიაში, ერთიან ნაციონალური მოძრაობაში, ახლა შიდა არჩევნებია. დღეს რაც ხდება საქართველოში უხარია რუსეთს! ვერ გაიხარებს საქართველოში- ვერც რუსეთი, ვერც რუსული ოცნების მთავრობა და ვერც რუსეთის მიერ საქართველოში დამკვიდრებული მეთოდები. გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით ყველა ჩვენს ბრძოლაში, მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში”, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა შეაქო, რადგა არ შეუერთდა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



