|
2023-01-18 17:23:20, 986 ნახვა
პოლიტიკა
მუმლაძე - ნიკა მელიას საუბარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო, მე მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ
ნიკა მელიას ეს საუბარი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო. მე მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ. დამიჯდეს, ვიდებატოთ და საზოგადოებამ ნახოს, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ უკეთესია და ვინ უარესი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიესალმება ნებისმიერი პირის პოლიტიკაში ჩართულობას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას, რადგან საქართველო "რუსულ ჭაობში არ გადაიჩეხოს". "სამარცხვინოა, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც ამ არჩევნების პირობებში, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდეს, თუ რატომ უნდა აირჩიონ ის, იმაზე საუბრობს, თუ ვინ არის დამნაშავე მის წარუმატებლობაში. ნიკა მელიას ეს საუბარი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო. მე მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ. დამიჯდეს, ვიდებატოთ და საზოგადოებამ ნახოს, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ უკეთესია და ვინ უარესი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ნიკა მელიამ დაასახელა. პირდაპირ გეუბნებით, მე ნებისმიერი პირის პოლიტიკაში ჩართულობას მივესალმები, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან, საქართველო რუსულ ჭაობში არ გადაიჩეხოს. პირად წყენებზე მაღლა ყოველთვის საერთო ინტერესები უნდა დადგეს. მეც ასე მოვიქეცი, როცა 7 დეკემბერს პარტიაში მივედი და მათ ჩემი გეგმა შევთავაზე, რომ ქუჩის პროტესტი ძლიერი და მძლავრი ყოფილიყო - ამაზე დაგვთანხმდნენ, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ პარტია ისევ უუნარო, უმოქმედოა და ნიკა მელია, როგორც თავმჯდომარე თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს", - განაცხადა მუმლაძემ. ცნობისთვის, 17 იანვარს გადაცემა "რეაქციაში" ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ვითარების უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან, რომლის გამარჯვების შემთხვევაში "გაიწევა და ხელს აღარ შეუშლის". ნიკა მელიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, სადაც სავარაუდოდ, თავად ფიგურირებს, ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა: "ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე".
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



