|
2023-01-17 20:20:16, 1204 ნახვა
პოლიტიკა
მამულაშვილი ბელარუსში დაკავებულ ქართველზე - დარწმუნებული ვარ ეს არის პროვოკაცია
დარწმუნებული ვარ ეს არის პროვოკაცია, რადგან, ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი რომ ფულის საშოვნელად უნდოდა უკრაინაში ჩამოსვლა და არა იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, - ასე გამოეხმაურა ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ბელარუსში გიორგი ზირაქიშვილის დაკავებას. მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ ლეგიონში გაწევრიანებისთვის ჩადის უკრაინაში, ეძლევა სპეციალური მითითება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ მხოლოდ მეგობრული ქვეყნებიდან. ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში, მისი გვარი არავინ არ იცოდა. "ველაპარაკეთ ჩვენ რეკრუტირების ჯგუფსაც, არავინ არ იცის ეგ გვარი - ეს ერთი. მეორე, ადამიანს მგონი თვითონ უნდა ეყოს შეგნება, რომ ფაქტობრივად მტრის ქვეყნიდან არ დააპიროს შემოსვლა უკრაინაში. არ ვიცი მე ეს ადამიანი მოდიოდა ჩვენთან, არ მოდიოდა ჩვენთან შეიძლება იყოს პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ, მაგასაც არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ყოველშემთხვევაში ადამიანები, როდესაც ავსებენ ანკეტას ქართულ ლეგიონში, ეძლევათ სპეციალური მითითება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდნენ მხოლოდ მეგობრული ქვეყნებიდან. დარწმუნებული ვარ ეს არის პროვოკაცია, რადგან, ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი რომ ფულის საშოვნელად უნდოდა უკრაინაში ჩამოსვლა და არა იდეოლოგიური მოსაზრებების გამო", - განაცხადა მამულაშვილმა. "ბელარუს 1"- ის ცნობით, ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში საბრძოლველად წასვლა სურდა. საქართველოში ყოფნისას, ზირაქაშვილმა ქართულ ლეგიონში გაწევრიანება და უკრაინის მხარეზე ბრძოლა გადაწყვიტა, საელჩომ კი, ურჩია უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



