02:12 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 17:28:34, 940 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა თანამდებობა დატოვა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლამბრეხტს აკრიტიკებდნენ კიევისთვის არასაკმარისი მხარდაჭერისა და არმიის რეფორმების გაჭიანურების გამო. ლამბრეხტი ასევე მოექცა კრიტიკის ქვეშ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან თავისი შვილი სამხედრო ვერტმფრენით წაიყვანა სამოგზაუროდ.

მან ასევე დიდი კრიტიკა მიიღო, ახალი წლის ღამეს გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, სადაც უკრაინა ნახსენები არ არის, და ის პოზიტიურად საუბრობს პირად შეხვედრებზე და გამოცდილებაზე, რომელიც მან ევროპაში წარმართული ომით მიიღო.

„ომი მძვინვარებს შუა ევროპაში. და ეს ნიშნავდა ჩემთვის უამრავ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომლის მიღებაც შევძელი. ბევრი,  შეხვედრა მქონდა საინტერესო, შესანიშნავ ადამიანებთან“, - განაცხადა ქრისტინე ლამბრეხტმა. 

”მედიის ფოკუსირება თვეების განმავლობაში არ იძლევა ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქებისა და განხილვის საშუალებას.", - განაცხადა ლამბრეხტმა გადადგომის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასული წლის აპრილში, გერმანიის ბუნდესტაგმა უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინას მძიმე იარაღისა და დახვეწილი იარაღის სისტემების მიწოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics