21:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-15 17:01:23, 1704 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის საელჩო კიკაბიძეზე - ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში

გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, - უკრაინის საელჩო საქართველოში ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმიანება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საელჩო უსამძიმრებს ნათესავებთან, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. 

"ძნელია ისეთი სიტყვების პოვნა, რომელიც შეამსუბუქებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ემოციურ ტკივილს.

ლეგენდარული კაცი, უკრაინისა და მთელი უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაგრამ მისი გულწრფელი საქმეები და ნათელი ხსოვნა რჩება ამ სამყაროში. ამ ტრაგიკულ მომენტში საელჩოს მთელი გუნდი იზიარებს ნათესავების, მეგობრების, სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს და ღრმა მწუხარებით იხრის ქედს

მარადიული ხსოვნა…

სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნება შენი მომხიბვლელი ხმა, ღიმილი და შენი სიმღერები, ჩვენო ძვირფასო ბატონო ბუბა...",- წერია საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics