22:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 10:08:04, 1014 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აღნიშნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ზრდის. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წელს, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა  ღვინის 48 კომპანიაში განხორციელდა, რაც  საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა.

"საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 624 ნიმუში. ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS" და „Bureau Veritas" მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში  200 ინსპექტირება განხორციელდა. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 280 დეგუსტაცია. სულ შემოვიდა 12 632 ნიმუში, აქედან 630 ნიმუში შეფასდა უარყოფითად.

ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის ფარგლებში, აღებულ იყო 125 ნიმუში, რომლებზეც მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები.

ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. ამ დრომდე ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირება მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics