|
2023-01-12 13:45:20, 1424 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსს“ Groupauto International-ის გლობალური ჯილდო ოფიციალურად გადაეცა
„თეგეტა მოტორსი“ World Class Workshop 2022-ის გამარჯვებულია. ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კომპანიამ სატვირთო ავტომობილის საუკეთესო სერვისცენტრისთვის მიიღო. ოფიციალური ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებს Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა, რობერტ სტივენსმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას წინ უძღოდა ტური „თეგეტას“ ცენტრალურ სერვისცენტრში. რობერტ სტივენსმა ასევე დაათვალიერა შოურუმები, „თეგეტას“ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შენობა. Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა „თეგეტა აკადემიაში“ ავტოსფეროს დიგიტალიზაციის შესახებ ლექციაც ჩაატარა.
რობერტ სტივენსი, Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორი: „ძალიან სასიამოვნოა სტუმრობა „თეგეტაში“, რომლის სერვისცენტრმაც World Class Workshop 2022-ის ჯილდო მოიპოვა. მომეცა შესაძლებლობა, ეს უმაღლესი სტანდარტის მომსახურების ცენტრი თავად დამეთვალიერებინა. ვესტუმრეთ შოურუმებს, სამუშაო ადგილებს, ვნახეთ, როგორია აღჭურვილობა, თანამედროვე დანადგარები. იმ ფაქტმა, რომ 44 სამუშაო სივრცე ერთ ლოკაციაზეა განთავსებული, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენს გაერთიანებაში მსოფლიო მასშტაბით, „თეგეტა მოტორსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელსაც სრულყოფილი, მაღალი დონის სერვისი აქვს“. ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად „თეგეტას“ Groupauto International-ის 2 000-ამდე წევრი კომპანია უწევდა კონკურენციას. ამის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტულის მოპოვება შეძლო. ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა. არჩილ ძიძიგური, „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის საამაყოა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გამარჯვება სწორედ „თეგეტას“ ერგო. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენთვის, რათა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საავტომობილო სფეროს მსოფლიო რუკაზეც ღირსეული ადგილი დავიკავოთ. ეს გამარჯვება, მოტივაციასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რათა შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი და ამასთანავე, მომხმარებლისა და ჩვენი პარტნიორების ნდობა“. დაჯილდოება, სახელწოდებით World Class Workshop 2022, მსოფლიოს უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის, Groupauto International-ის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში საერთაშორისო ქსელში ჩართული 70 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით დასახელდნენ. რეგიონში Groupauto International-ს „გრუპავტო კავკასია“ წარმოადგენს, რომლის წევრიც 2012 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგიცაა“. თორნიკე ჩახვაშვილი, „Groupauto Caucasus-ის“ დირექტორი: „Groupauto Caucasus-ის მთავარი მიზანია, დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს ავტოინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია. გვიხარია, რომ ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ, „თეგეტამ“, სატვირთოების მიმართულებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. მომსახურება, ავტოსერვისი, ბრენდინგი და მარკეტინგი - ამ კრიტერიუმებით გამოავლინეს საუკეთესოები, რომელთა შორის „თეგეტა მოტორსმა“ მსოფლიო წარმატება მოიპოვა“. „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ფილიალში ჩადებული ინვესტიცია 25 მილიონი დოლარია. ტერიტორია 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრი მომხმარებელს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი ცენტრია რეგიონში. კომპანიის მექანიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, დღის განმავლობაში 100-ამდე სატვირთო ავტომობილის მფლობელს ემსახურებიან. სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იცვლება და ისინი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით ახლდება, მათ შორისაა: BOSCH, HOFMANN, TEXA, TOPTUL, OMCN, KOCH, FLEXBIMEC. „თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ფილიალებში მომხმარებლებს კვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. კავკასიის რეგიონის მასშტაბით კომპანიას 31 სერვისცენტრი აქვს, სადაც მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებებით. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)