|
2023-01-09 15:17:45, 985 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერ სიაში მოხვედრას, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს, ვინც წამებაში მონაწილეობდა
სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, მაგნიტსკის ახალი სიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებებს. ვოლსკის თქმით, ექსპრეზიდენტს, რომელიც სადისტური მმართველობის ავტორია, უტოლებენ ადამიანს,[სერგეი მაგნიტსკის] რომელიც "რეჟიმმა მართლა აწამა". "პირველი რაც მინდა ვთქვა - სააკაშვილი, ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის მძიმე დარღვევაში, მათ შორის მოკვდინებაში... ანუ სააკაშვილი - სადისტური მმართველობის ავტორი, სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი - გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ბილ ბროუდერს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დახმარებისთვის გუშინ მიმართა. ექსპრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". მესამე პრეზიდენტის მიმართვას ბილ ბროუდერის პასუხი მოჰყვა. ბროუდერი სააკაშვილს სთხოვს, რომ მისმა გუნდმა მოწამვლასა და წამებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მოამზადოს. “მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ”, - დაწერა ბროუდერმა Twitter-ზე.
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)