|
2023-01-07 16:14:41, 1060 ნახვა
პოლიტიკა
ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება, არ ვიცით რას უნდა ველოდოთ, საფრთხე ძალიან მაღალია”, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ უკრაინულ გამოცემა “ერთიან მარათონთან”, საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაკონსპექტებულია პროფესიონალი ადამიანებით, საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან და ამაში ხელისუფლების ხელწერას ხედავენ. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოჯანმრთელება სჭირდება და დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო მკურნალობას მიიღებს. “მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ მოვინახულე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 12 დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, გაუარესდა. ეს ადამიანი დღეს 72 კილოგრამს იწონის, მის სიმაღლესთან შედარებით, ეს წონა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ამ მდგომარეობაში ის უკვე 2 თვეა იმყოფება, მას გადაადგილება ყოველდღიურად უჭირს. ექსპერტების ჯგუფი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, სავარაუდოდ, მისი მოწამვლის თარიღიც რუსთავის ციხიდან ციხის საავადმყოფოში გადაყვანის პერიოდს უკავშირდება. ეს იყო ნამდვილი წამება, ეს კადრები ყველამ ნახა, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საქართველოს მთავრობის მიერ მასთან დაშვებული საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საუბრობს, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების ზეწოლისა და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნის შემდეგ მოხდა. ექსპერტთა ჯგუფში ძალიან ცნობილი და პროფესიონალური ადამიანები შედიან. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება, არ ვიცით რას უნდა ველოდოთ, საფრთხე ძალიან მაღალია, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, თუ ეს განმეორდება, რა შედეგით დასრულდება არავინ იცის. საუბარი არაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მას გადარჩენა სჭირდება. დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო მკურნალობას მიიღებს", - განაცხადა ნაყოფიამ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



