|
2023-01-07 15:22:41, 1816 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი კლავს რიგით მოქალაქეებს და ადანაშაულებს დასავლეთს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას
“რუსეთი სასტიკად უტევს უკრაინას, კლავს რიგით მოქალაქეებს, ანადგურებს ქალაქებს. და ადანაშაულებს დასავლეთს...იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს უკრაინელებს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. მისივე თქმით, რეალობა სხვაგვარია, დასავლეთი უკრაინის გვერდით დგას, რომელიც რუსი მკვლელებისგან თავს და მოქალაქეებს იცავს. “პუტინის გარყვნილი ლოგიკის შესახებ. რუსეთი სასტიკად უტევს უკრაინას, კლავს რიგით მოქალაქეებს, ანადგურებს ქალაქებს. და ადანაშაულებს დასავლეთს...იმის გამო, რომ ის [დასავლეთი] მხარს უჭერს უკრაინელებს საკუთარი და თავისი შვილების სიცოცხლის დაცვაში. რეალობა სულ სხვაა: დასავლეთი დგას უკრაინის გვერდით, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას რუსი მკვლელებისგან, რომლებიც ჩვენს სახლებში შემოიჭრნენ” - განაცხადა პოდოლიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)