|
2023-01-06 16:13:40, 1794 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთმა დაარღვია - დაიბომბა ბახმუტი, ხერსონი და კრამატორსკი
მართლმადიდებლური შობის აღნიშვნის გამო ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ტექნიკური დაწყების შემდეგ, რუსულმა ძალებმა კრამატორსკსა და ბახმუტზე დარტყმები განახორციელეს. 6 იანვარს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის კრამატორსკზე ორჯერ რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკოს მითითებით იტყობინება. თავდასხმის შედეგად კერძო საცხოვრებელ კორპუსში მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება. კრამატორსკის მერმა ალექსანდრე გონჩარენკომ განაცხადა, რომ დამპყრობლების დღევანდელი თავდასხმის შედეგად 14 კერძო სახლი დაზიანდა. ბახმუტის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მანამდე, 3 იანვარს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს კრამატორსკს, დაშავდა ელექტროქსელის სარემონტო ჯგუფის თანამშრომელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)