|
2023-01-05 22:52:17, 1759 ნახვა
ომი უკრაინაში
ბერბოკი ე.წ ცეცხლის შეწყვეტაზე - თუ პუტინს მშვიდობა სურს, საკუთარ ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომიც დასრულდებოდა
თუ პუტინს მშვიდობა სურს, საკუთარ ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომიც დასრულდებოდა. ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი პუტინის მიერ გამოცხადებულ ე.წ. საშობაო ზავს. მისივე თქმით, პუტინს ომის გაგრძელება სურს, და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მცირედი შესვენება იქნება მისთვის. მან დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს ვერც თავისუფლებას და ვერც ადამიანების უსაფრთხოებას. "თუ პუტინს მშვიდობა სურს, საკუთარ ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომიც დასრულდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ომის გაგრძელება უნდა, მცირედი შესვენების შემდეგ. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს ვერც თავისუფლებას და ვერც ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას - რათა მათ კვლავ იცხოვრონ მშვიდობიანად." - განაცხადა ბერბოკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)