11:04 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 18:48:29, 1371 ნახვა

მსოფლიო
პაპი ბენედიქტ XVI ვატიკანში დაკრძალეს

ვატიკანი დაემშვიდობა ემერიტუს პაპს ბენედიქტ XVI-ს. საპატიო პაპი 31 დეკემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიას ათასობით მორწმუნე დაესწრო. ზოგმა იოზეფ რაცინგერის მშობლიური გერმანიის დროშები მოიტანა.

წმინდა პეტრეს ტაძრის წინ საპატიო სტუმრები ისხდნენ, მათ შორის იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და მისი უდიდებულესობა ესპანეთის დედოფალი სოფია. ცერემონიალს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ფრანცისკე ხელმძღვანელობდა.

ფრანცისკე, რომის პაპი: "ბენედიქტე, ზეციური სიძის ერთგული მეგობარი, შეიძლება თქვენი სიხარული იყოს სრული, როდესაც გაიგონებთ მის ხმას, ახლა და სამუდამოდ."

ცერემონიის დროს არქიეპისკოპოსმა გეორგ გენსვეინმა, რომელიც ბენედიქტ XVI-ის პირადი მდივანი იყო, მის კუბოზე ღია სახარება დადო.

2013 წელს ბენედიქტ XVI გახდა პირველი პონტიფიკოსი, რომელმაც გადადგა თანამდებობა 600 წლის განმავლობაში. მან თავისი გადაწყვეტილება რომის კათოლიკური ეკლესიის მართვის ძალების ნაკლებობით ახსნა.

ყოფილი პაპის ცხედრი წმინდა პეტრეს ტაძრის საკურთხევლის ქვეშ საძვალეში განისვენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება
სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
Axios: რუბიომ მოითხოვა ირანის დელეგაციის დაუყოვნებლივ გამგზავრება აშშ-დან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics