|
2023-01-05 13:06:10, 1685 ნახვა
ომი უკრაინაში
რუს პატიმრებს, რომლებიც უკრაინის ომში მონაწილეობენ ნასამართლეობა მოეხსნათ
სამხედრო შენაერთი ვაგნერის მეომრებს, რომლებიც ციხიდან იყვნენ წაყვანილები, ნასამართლეობა მოეხსნათ. პატიმრები იყვნენ რუსეთის სხვადასხვა კოლონიებიდან, რომელსაც "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი პირადად აგროვებდა ომში მონაწილეობისთვის. ციხეებიდან გათავისუფლების წინაპირობა იყო, უკრაინასთან ომში 6 თვიანი მონაწილეობა. "ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც შევიმუშავეთ ჩვენი კონტრაქტი პატივით და ღირსებით. ჩვენ შევიმუშავეთ ისე, როგორც ცოტა ადამიანი მუშაობს", - ამბობს პრიგოჟინი სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში. ვიდეოში ყოფილი პატიმრების სახეები რეტუშირებულია. პატიმრებმა უპასუხეს ჟურნალისტის შეკითხვას სამომავლო გეგმების შესახებ, მათ განაცხადეს, რომ "ისინი დაბრუნდებიან, რათა დაასრულონ ის, რაც დაიწყეს". - „ეს აღარ არის სამუშაო, ეს არის ცხოვრება“, აშკარად ისმის ერთ-ერთი ვაგნერელის ხმა. ფრონტზე დამსახურებისთვის ნასამართლობის ადრეული მოხსნა იყო ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პრიგოჟინმა პატიმრებს მისცა მათი გაწვევის დროს. გასული წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს მობილიზაციის შესახებ კანონში, რომლითაც გააუქმა სამხედრო სამსახურში გაწვევის აკრძალვა, რათა მობილიზებულიყვნენ გამოუსწორებელი ან მსჯავრდებული მოქალაქეები უმძიმესი დანაშაულისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში პატიმრების ფრონტზე დაკომპლექტება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ცვლილებების ხელმოწერა - თითქმის მაშინვე სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)