|
2023-01-04 17:58:59, 1259 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი გროზევს - თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის ხელმძღვანელს, ხრისტო გროზევს მიმართვას უგზავნის. წერილით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ექსპრეზიდენტი გროზევს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული "ფარული და ოლიგარქიული სქემების" გამოძიების წინადადებით მიმართავს. "ძვირფასო ხრისტო, დიდი ხანია ვარ თქვენი საქმიანობის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენი დახმარების თხოვნა მომიწევდა. ალბათ იცით, რომ ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუ იორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ ამა წლის მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში. მართლაც, მარტში თავს ვგრძნობდი ძალიან ცუდად, მქონდა მაღალი სიცხე, კრიზისული მდგომარეობა, ღებინება, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი. კოვიდ ტესტები იყო უარყოფითი. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. ციხის ხელმძღვანელობას მოუწია ჩემი გადაყვანა კლინიკაში, სადაც ექიმებმა მაშინვე მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე, მაგრამ ადმინისტრაციამ მაქსიმალურად გაწელა დრო, რათა საწამლავის კვალი გამქრალიყო სისხლიდან. მათთვის სამწუხაროდ, ბევრად მოგვიანებით, საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა ჩემს თმასა და ფრჩხილებში. მე გწერთ ღიად, რადგან ჩემი კორესპონდენცია მაინც კონტროლდება. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში? დადგენილი ფაქტია, რომ გენერალი ბესედა და ფსბ-ს სხვა თანამდებობის პირები ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები? დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის საპოვნელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



