|
2023-01-04 12:57:52, 1121 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი - ომი სააკაშვილის სიცოცხლისთვის პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის ბრძოლაა
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალის დაბრუნებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. როგორც არესტოვიჩმა რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინტერნეტ-გადაცემაში აღნიშნა, "თუ პოლიტიკაში მორალი არ დაბრუნდება, კაცობრიობა მალე გადაშენდება". "საქმე ისაა, რომ პოლიტიკა დიდი ხანია ამორალური გახდა. არსებობს გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მიღებულია რომ ნებისმიერ ფასად იქნას გატარებული. ახლა, როდესაც ასეთი ომი მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გასცდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს, დროა, რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მინდა, რომ პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს და ის ნელ-ნელა ბრუნდება კიდეც. ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის და სულ არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია ამ ადამიანს, რომელსაც ციხეში აწამებენ და კლავენ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ეს აქციაში ფიზიკურად მისვლით, სიტყვით, თუ სოცქსელებში ინფორმაციის გავრცელებით, მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ თუ პოლიტიკაში მორალი არ დავაბრუნეთ, კაცობრიობა მალე გადაშენდება", - განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში აქციები გაიმართება.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



