|
2023-01-03 13:16:54, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - წლის დაწყებიდან უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი 80-ს აჭარბებს
მხოლოდ 2 დღე გავიდა წლის დაწყებიდან და უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი უკვე 80-ს აჭარბებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი Shahed ტიპის დრონებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს, და ალბათობა დიდია იმისა, რომ რუსეთის სამიზნე ობიექტი ენერგეტიკული სექტორი იქნება. "მხოლოდ 2 დღე გავიდა წლის დაწყებიდან და უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი უკვე 80-ს აჭარბებს. ეს რაოდენობა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი Shahed-ებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი, შესაძლოა, ჩვენი ხალხის გადაღლაზე, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული სექტორის განადგურებაზე იყოს დადებული. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტერორისტების ეს მიზანი იქნება წარუმატებელი, ისევე, როგორც სხვები." - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)